ფრილანსერებისთვის

როგორ დავიწყო? 🤔

დაამატე ფრილანსერის განცხადება

შენი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მიუთითე შენი განათლება, გამოცდილება და უნარები. ჩამოთვალე პროექტები, რომლებზეც წარმატებით მუშაობდი და ისაუბრე იმ მეთოდებზე, რაც პროცესში გამოიყენე. თუ გაქვს სერტიფიკატები ან კურსები გავლილი, ესეც აღნიშნე. ამასთანავე შეეცადე დაამატო მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი აღწერა, რომელიც მკითხველს დაუტოვებს პოზიტიურ შთაბეჭდილებას.

დაამატე მომსახურების განცხადება

მომსახურების განცხადებაში შეიტანე დეტალური ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომლებსაც სთავაზობ. ჩამოთვალე ყველა შესაძლო მიმართულება, რომელიც მოიცავს შენს კომპეტენციას და შესაბამის პირობებს. ფასების დადგენისას ყურადღებით მიჰყევი ბაზრის მოთხოვნებს. მომსახურება შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე, თუ დიზაინიც და პროგრამირებაც შენი სფეროა, დაამატე ორივე მომსახურება ცალცალკე.

დაელოდე დამსაქმებელს

განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ, მოთმინებით დაელოდე დამსაქმებლების გამოხმაურებას. თუმცა, პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლია გაააქტიურო რეკლამა შენი განცხადებების გვერდიდან, რაც გაზრდის ხილვადობას და გაიოლებს დამსაქმებლებისთვის შენი სერვისების მოძებნას. ასევე, შეგიძლია შენი განცხადებები გააზიაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ან სხვა პლატფორმებზე, რათა მიაღწიო უფრო დიდ აუდიტორიას და გაზარდო დაინტერესების შანსები.

დამატებითი კითხვები გაქვს?