ჩვენ შესახებ

State.ge დასაქმების ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც კომპანიებს და ფრილანსერებს ერთმანეთთან აკავშირებს. ჩვენი მიზანია დასაქმების გზების გამარტივება, საქმიანი ურთიერთობების გამართული და შედეგიანი გარემოს შექმნა.

დამსაქმებლები პლატფორმის მეშვეობით მარტივად და სწრაფად შეძლებენ სასურველი, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრის პოვნას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა ინფორმაციული ტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინი, წერა და თარგმნა, ინჟინერია, მარკეტინგი, ბუღალტერია, იურიდიული მომსახურება და მრავალი სხვა. მარტივი ინტერფეისი და ძიების მექანიზმები ამარტივებენ საუკეთესო კანდიდატების შერჩევის პროცესს, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს და დროულად შესრულებულ წარმატებულ პროექტებს.

ფრილანსერებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, განავითარონ და გამოიყენონ საკუთარი ნიჭი და უნარები. ჩვენი პლატფორმა საშუალებას აძლევს მათ იპოვონ მრავალფეროვანი პროექტები, რაც ზრდის მათ პროფესიულ შესაძლებლობებს და კარიერული განვითარების პერსპექტივას. თითოეული ფრილანსერი ჩვენი გუნდის ღირებული წევრია, და ჩვენ ვზრუნავთ მათზე, რათა ჰქონდეთ მუდმივად უსაფრთხო და სტაბილური სამუშაო გარემო.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამშრომლობა და ინოვაცია არის წარმატების საწინდარი. ამიტომაც, მუდმივად ვმუშაობთ პლატფორმის გაუმჯობესებაზე და ახალი ფუნქციების დანერგვაზე, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთა მაქსიმალური კმაყოფილება და წარმატება.

შემოუერთდით State.ge-ს და განიცადეთ ახალი, უფრო მარტივი და ეფექტური დასაქმების გზები. ჩვენთან ერთად, თქვენი კარიერული და ბიზნეს მიზნები ხდება რეალობა.