Site logo

წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს “State”-ის გამოყენებას. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს “State”-ის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. “State”-ზე გამოქვეყნებული მომსახურების სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

 

ტერმინთა განმარტებანი

  1. “State”- ვებ გვერდი (საიტი) ( https://state.ge )
  2. “ფრილანსერი” – ფიზიკური პირი რომელიც სარგებლობს “State”-ის მომსახურებით, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას;
  3. “დამსაქმებელი” – იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს “State”-ის მომსახურებით.
  4. „მომსახურება“ – “ფრილანსერის” მიერ გამოქვეყნებული განცხადება.
  5. „ვაკანსია“ – “ორგანიზაციის” მიერ გამოქვეყნებული  ვაკანსია.
  6. „განცხადება“ – “ორგანიზაციის” ან „მომხმარებლის“ მიერ გამოქვეყნებული ვაკანსია ან მომსახურება.
  7. „პლატფორმა“ – ვებ-გვერდი https://state.ge
  8. „ჩემი გვერდი“- ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს “მომხმარებელი” ან „ორგანიზაცია“ “State”-ის მომსახურებით სარგებლობისას.

 

შეთანხმების ძირითადი პირობები

  1. “State” არის ვებგვერდი, რომელიც „ფრილანსერებს„ და „ორგანიზაცებს“ აკავშირებს ერთმანეთთან. (მფლობელი კომპანია ს/კ 01024084349)
  2. „მმართველ კომპანია“ არ ფლობს “State”-ზე განთავსებულ ვაკანსიებს და „პლატფორმაზე“ განთავსებული ვაკანსიები ეკუთვნით „ორგანიზაციებს“, რომლებიც სარგებლობენ „ჩვენი“ სერვისით.
  3. „state“ “მომხმარებელს” აძლევს ონლაინ წვდომას „ორგანიზაციების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე;
  4. „state“ რეგისტრაციის შემდეგ „ორგანიზაციებს“ აძლევს წვდომას ბიზნეს პროფილზე.
  5. თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არ უნდა:
    1. იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში “მომხმარებელი”.
    2. ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
    3. ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.
    4. შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
    5. შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
    6. შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
    7. მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
    8. უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
    9. შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
    10. შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული ქონების, პროდუქციისა თუ მომსახურებისა, რომელიც განთვსებულია ევორქში), აკრძალულია განცხადებაში სხვა ვებ-გვერდის მითითება.
    11. არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

 

ხელშეკრულების საგანი ორგანიზაციებისთვის:

  1. „ორგანიზაციებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ ორგანიზაციების მიერ „“State”“-ის სერვისების გამოყენება, რომელიც შეიძლება იყოს:
    1. „ვაკანსიის“ „პლატფორმაზე“ განთავსება;
    2. „მომხმარებლების“ ბაზასთან წვდომა;
    3. რეკლამების თუ სხვადასხვა ფუნქციონალით სარგებლობა;
    4. მარკეტინგული აქტივობები;

 

ხელშეკრულების საგანი მომხმარებლებისთვის:

  1. მომხმარებლებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „პლატფორმის“ გამოყენებით შემდეგი უფასო სერვისებით სარგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს:
    1. „პლატფორმაზე“ „განცხადებების“ გამოქვეყნება;
    2. „პლატფორმაზე“ „ვაკანსიების“ აღმოჩენა;
    3. “პლატფორმიდან”“ „ვაკანსიაზე“ „აპლიკაციის“ გაგზავნა;
    4. გაგზავნილი და შენახული „ვაკანსიების“ მართვა;
  2. „მომხმარებლებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პლატფორმის გამოყენებით შემდეგი ფასიანი სერვისებით სარგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს:
    1. განცხადების რეკლამირება.

 

რეგისტრაცია ორგანიზაციებისთვის

  1. “State”-ის „პლატფორმის“ გამოსაყენებლად „ორგანიზაციამ“ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
  2. “State”-ზე რეგისტრაციის გავლისას „ორგანიზაციამ“ შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები:
    1. კომპანიის დასახელება;
    2. საიდენტიფიკაციო ნომერი;
    3. ელ.ფოსტა;
    4. საკონტაქტო პირის მობილური ნომერი;
    5. პაროლი
    6. „მმართველი კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია (ასეთის არსებობისას).
  3. “ორგანიზაცია” რეგისტრაციის დასრულებამდე უნდა დაეთანხმოს “State”-ის წესებსა და პირობებს.
  4. “ბიზნეს პროფილის” გამოყენებით “ორგანიზაციას” აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს შემდეგი სერვისებით/ფუნქციონალებით:
    1. ანალიტიკის მოდული;
    2. განცხადებების რედაქტირებისა და რეკლამირების მოდული.
  5. ბიზნესის პროფილში მითითებული ინფორმაციის/მონაცემების სისწორეზე და ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება “ორგანიზაციას”.
  6. “ორგანიზაცია” პასუხისმგებელია ბიზნესის პროფილში განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. “ორგანიზაცია” პასუხისმგებელია ყველა იმ უარყოფით შედეგზე და ზიანზე, რაც გამოწვეულია მის მიერ ბიზნესის პროფილის გამოყენებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდების გამო.

 

რეგისტრაცია მომხმარებლებისთვის:

  1. “State”-ის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია გახლავთ უფასო.
  2. გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ გადასცეთ მესამე პირებს თქვენი პაროლი.
  3. თქვენ პასუხისმგებელნი ხართ “State” ვებ-გვერდზე განხორციელებულ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებაზე თქვენი პროფილის სხვა პირების მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი. თქვენ, როგორც “მომხმარებელი”, კისრულობთ ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
  4. იმ შემთხვევაში თუკი თქვენს მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, ავტორიზაციის შემდეგ, შეგიძლიათ დააკორექტიროთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს პროფილში.
  5. “State” არ ფლობს ინფორმაციას და არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სერვისების შეძენისას გამოყენებული საბანკო ბარათების ისეთი მონაცემების შესახებ, როგორიცაა ბარათის ნომერი, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა.

 

ავტორიზაცია

  1. “ანგარიშის” რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით “მომხმარებელი” და “ორგანიზაცია” გადის ავტორიზაციას.
  2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის და “ორგანიზაციის” უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

 

“მომხმარებელი”, მისი ასაკი, განცხადებები და გარანტიები

  1. “State”-ის ვებ-გვერდით და სარგებლობისთვის, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, “State”-ით სარგებლობით და მომსახურების მიღებისას, “მომხმარებელი” ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ:
    1. წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
    2. არ წარმოადგენს თაღლითობის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო და აკრძალული მოქმედების ობიექტს ვილი ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;
    3. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარს, ათვითცნობიერებს წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე მათ შორის სამართლებრივ შედეგებს;
    4. “მომხმარებელს” გააჩნია ან მიღებული აქვს სრული უფლებამოსილება შეუზღუდავად ისარგებლოს “State”-ის ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურებით და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
    5. ყურადღებით გაეცნო და მისთვის სრულად მისაღებია წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც “State”-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;
    6. მის მიერ წარმოდგენილი ყველ მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი და მისი ქმედება არ არის და არ იქნება მომავალში მიმართული “State”-ის ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ;
    7. “მომხმარებელი” აცხადებს თანხმობას, რომ “State”-ის განხორციელებული სატელოფონო კავშირის (როგორც შემავალი, ისე გამავალი ზარები) დროს მხარეთა შორის საუბარი ჩაწერილ იქნას “State”-ის მიერ და გამოყენებულ იქნას როგორც მომსახურების გაუმჯობესების, ისე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
    8. აღნიშნული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, “State”-ს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრული უფლებამოსილება, “მომხმარებელი” თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას “State”-ი ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ხარჯისგან, იურიდიული პროცესებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.

 

გადახდები “ორგანიზაციის” მიერ

  1. ვაკანსია
    1. “ორგანიზაცია” “ვაკანსიის” გამოქვეყნებისას სერვისის საფასურს იხდის უნაღდო ანგარიშსწორებით – საბანკო ბარათით.
    2. “ორგანიზაცია” თავად ირჩევს “ვაკანსიის” სასურველ ტიპს.
    3. „ვაკანსიის“ ტიპები და ფასი ხელმისაწვდომია “პროფილში”.

 

ინტელექტუალური საკუთრება

  1. “State”, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება მისივე საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება „State“-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე. საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება “State“-ზე და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით). აკრძალულია “State”-ზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) „მმართველი კომპანიის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

 

ლიცენზია

  1. თუ თქვენ ეთანხმებით ზოგად წესებსა და პირობებს, ჩვენ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ უფასო, არა ექსკლუზიური წვდომა “State”-ის ვებ-გვერდზე, თქვენ ამ ლიცენზიის სხვისთვის გადაცემის უფლება არ გაქვთ. თქვენი ექაუნთის გაუქმების შემთხვევაში, თქვენი არა ექსკლუზიური ლიცენზიაც უქმდება.
  2. აპლიკაციის ლიცენზიის ქონის დროს არ გაქვთ უფლება აპლიკაციის დეკომპილაციის, დაშლის (reverse engineering) ან რაიმე სხვა გზით აპლიკაციის კოდზე წვდომის მოპოვებისა. არ გაქვთ უფლება რაიმე გზით დააზიანოთ ვილის აპლიკაციის მუშაობის სქემა ან სცადოთ არაავტორიზებულ მონაცემებზე წვდომა.
  3. ლიცენზიის გაწყვეტის მომენტში ვალდებული ხართ შეწყვიტოთ “State”-ის აპლიკაციის გამოყენება.

 

პასუხისმგებლობა

  1. „state“ არ იძლევა გარანტიას რომ სერვისს გაუწევს “მომხმარებელს” უწყვეტად ან შეცდომის გარეშე. ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენი გუნდი იზრუნებს მის გამოსწორებაზე შეძლებისდგავარად სწრაფად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სერვისის გაწევა შეიძლება შიგადაშიგ შეიზღუდოს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემების გამო.
  2. „State“-ი, მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებლები თქვენს წინაშე თუ თქვენ დაზარალდებით „მმართველი კომპანიის“ სერვისის უწყვეტობაზე დაყრდნობით.
  3. ფინანსური პასუხისმგებლობა „მმარველი კომპანიის“ მხრიდან კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში შეზღუდულია 1000 ლარით. “მომხმარებელს” უფლება ექნება ზარალის ანაზღაურების საფასური მოითხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „State”-ი დაარღვევს კონტრაქტს. “
  4. „მმართველმა კომპანიამ“ შეიძლება შეგიწყვიტოთ გამოყენების უფლება კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ან თუ ჩავთვლით რომ საფრთხეს წარმოადგენთ კომპანიისთვის.
  5. „state“ არ გასცემს გარანტიას, რომ პლატფორმაზე ვაკანსიის განთავსება ავტომატურად კადრის მოძიების ტოლფასია. ასევე, „state“ არ გასცემს გარანტიას, რომ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზვნა დასაქმების ტოლფასია.
  6. „სამუშაოს მაძიებელი“ და „ორგანიზაცია“ ერთმანეთთან მოლაპარაკებით ახდენენ შეთანხმებას და დასაქმების კონტრაქტის გაფორმება მათზეა დამოკიდებული.
  7. „state“ არ არის პასუხსიმგებელი აყვანილი თანამშრომლის კანონიერ ქმედებებზე, პერფორმანსზე და შემდგომ საქმიანობაზე. ასევე, დამსაქმებლის მხრიდან არაკეთილსინდისიერ მოპყრობაზე.

 

შესწორებები ზოგად წესებსა და პირობებში

  1. მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის დროს “მომხმარებელი” და „ორგანიზაცია“ მიიღებს შეტყობინებას „ვებ-გვერდზე“ ან/და იმეილზე. „ვებ-გვერდის“ გამოყენების გაგრძელებისას “მომხმარებელი” და „ორგანიზაცია“ ავტომატურად ეთანხმება ცვლილებებს.

 

კონტაქტი

  1. ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის, რეგისტრაციისას ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დროს ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@state.ge