Site logo

როგორ დავაბალანსოთ ფრილანსერობა და სამსახური

ფრილანსერობა და სამსახური

ფრილანსერობა საშუალებას გაძლევთ იყოთ საკუთარი თავის უფროსი, გააფართოვოთ თქვენი ცოდნა და მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. თუმცა ეს ასევე შეიძლება იყოს გაურკვეველი კარიერა, ყოველგვარი გარანტირებული და სტაბილური ხელფასის ან შეღავათების გარეშე, რაც ზოგისთვის დამაბრკოლებელი ხდება სრულ განაკვეთზე ფრილანსერად მუშაობისას.

სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი ირჩევს სდანდარტული სამსახურის პარალელურად იყოს ფრილანსერი, რათა არ დარჩეს ყოველთვიური გარანტირებული შემოსავლის გარეშე.

ამ სტატიაში, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რჩევასა და ხრიკს, რომელიც დაგეხმარებათ ამ ორი სამსახურის შეთავსებაში.

 

1. დაადგინეთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, ფრილანსერობა თუ სამსახური

თუ თქვენ გრჩებათ თავისუფალი დრო საღამოობით, მაშინ ეს არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ სხვა ჰობი ან პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენს თავისუფალ დროს იკავებს, მოგიწევთ არჩევნის გაკეთება, რა არის თქვენთვის მეტად მნიშვნელოვანი.

 

2. დააწესეთ საზღვრები კლიენტებთან

მკაფიო საზღვრებისა და მოლოდინების ქონა თქვენი კლიენტებისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დარწმუნდით, რომ თქვენმა კლიენტებმა იციან, როდის ხართ ხელმისაწვდომი სასაუბროდ და როდის ვერ შეძლებთ ზარების ან მოთხოვნების მიღებას. ეს ასევე დაგეხმარებათ შექმნათ კარგი რეპუტაცია და მიიღოთ დამატებითი უნარები, რომლებიც მომავალში გამოგადგებათ თქვენს ფრილანსინგ კარიერაში.

 

3. ისწავლეთ უარის თქმა

ფრილანსერობისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწილია პოტენციურ კლიენტებზე ან პროექტებზე უარის თქმა. ამას უფრო ართულებს, როდესაც თქვენ დამატებით მუშაობთ სრულ განაკვეთზე და გაქვთ შეზღუდული დრო პროექტების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია იყოთ რეალისტი, თქვენს შესაძლებლობებში.

უკეთესია პოტენციურ კლიენტს უთხრათ, რომ დაკავებული ხართ, ვიდრე აიღოთ პროექტი, რომელიც მუდმივად დაიგვიანებს ან ვერ შესრულდება კარგად, დროში შეზღუდულობის გამო.

 

4. ებრძოლეთ ყურადღების გაფანტვას

ფრილანსერობა გულისხმობს, რომ თქვენ ხართ საკუთარი თავის უფროსი და არ გყავთ პირდაპირი მენეჯერები ან ზედამხედველები, ამ დროს შეიძლება უფრო ადვილი იყოს თქვენი ყურადღების გაფანტვა და არასწორი ფოკუსირება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დარჩეთ კონცენტრირებული და ებრძოლოთ თქვენს არაეფექტურობას.

 

5. ისიამოვნეთ იმ საქმით, რომელსაც აკეთებთ

როგორც ფრილანსერად, ისე სტანდარტული სამსახური შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს უნდა იყოს დაფასებული. დარწმუნდით, რომ საქმე რომელსაც აკეთებთ იძლევა საკმარის სარგებელს, რათა იყოს სასიამოვნო და ღირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში სცადეთ აირჩიოთ სხვადასხვა ფრილანსერ პროექტები, ან იპოვოთ ახალი სამსახური, რათა არ დარჩეთ არასასურველ ადგილას. ეს დაგეხმარებათ დარჩეთ ერთგული ორივე კარიერის მიმართ.

 

6. იცოდე შენი საზღვრები

შეიძლება დადგეს დღე, როდესაც მიხვდებით, რომ დროა დაემშვიდობოთ სტანდარტულ სამსახურს ან ფრილანსერობას.

თუ თქვენ იღებთ საკმარის სარგებელს ფრილანსინგში, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი სამსახური. ანალოგიურად, თუ ფრილანსინგს დიდი სარგებელი არ აქვს და უბრალოდ აფერხებს თქვენს დროს, მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნას, სასურველია დატოვოთ ის. ასე თუ ისე, ფრილანსერობა და სამსახური, ორივე შეიძლება იყოს სასურველი შემოსავლის წყარო.

 

ფრილანსინგი შეიძლება იყოს გაურკვეველი კარიერული გზა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ახლახან იწყებს მუშაობას.

სრულ განაკვეთზე სტანდარტული სამსახურის შენარჩუნება, დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სტაბილური შემოსავალი და თავიდან აიცილოთ გაურკვევლობა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ფრილანსინგის დროს.

როდესაც თქვენ იცით, როგორ დააბალანსოთ ფრილანსერობა და სამსახური, შეგიძლიათ მიიღოთ სარგებელი ორივესგან და შეუდგეთ თქვენი მიზნების განხორციელებას!