ვარ ბუღალტერი 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, ასევე ვარ კრეატიული და პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელსაც უყვარს ახალი მიმართულებების შესწავლა და სხვადასხვა ტიპის პროექტებზე მუშაობა.
ფრილანსის ფარგლებში შემიძლია როგორც ვიზუალური და კრეატიული მასალების შექმნა, ასევე ტექსტებთან და თარგმანებთან მუშაობა.
ჩემი სერვისები
დიზაინი და ვიზუალური მასალები
- პრეზენტაციების შექმნა Canva-სა და PowerPoint-ში
- პრეზენტაციების დიზაინი ნებისმიერი თემატიკის მიხედვით
- ლოგოს შექმნა კომპანიისთვის
- სოციალური მედიისთვის ვიზუალური მასალების მომზადება
- სასაჩუქრე და მისალოცი ბარათების დიზაინი
- პროდუქციის ფოტოებისა და Marketplace-ისთვის პროდუქტის ბარათების შექმნა
- სხვადასხვა სარეკლამო და საინფორმაციო მასალის დიზაინი
თარგმნა
- ვფლობ სომხურ ენას და შემიძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტის თარგმნა სომხურიდან ქართულად ან რუსულად და პირიქით.
არ ვასრულებ სამედიცინო და იურიდიული ხასიათის ტექსტების თარგმანს.
ბუღალტერია
- მაქვს ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება (Oris 7)
- შემიძლია დოკუმენტებთან და ცხრილებთან მუშაობა
სამუშაო მიდგომა
ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი შედეგი, დეტალებზე ყურადღება და დამკვეთის მოთხოვნების ზუსტად გათვალისწინება. მზად ვარ როგორც ერთჯერად, ასევე გრძელვადიან პროექტებზე თანამშრომლობისთვის.
პორტფოლიო
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო ინფორმაციის სანახავად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია კომპანიის ანგარიშით.