მოგესალმებით, გთავაზობთ სხვადასხვა შინაარსისა და მოცულობის
ტექსტების რედაქტირება–კორექტირებას, კონტექსტის დახვეწა–გარდაქმნას.
პროფესიით – ფილოლოგი, ფილოლოგიის მაგისტრი, განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული რეცენზენტი (სამაგისტრო ნაშრომების) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი (მასწავლებლების ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტების).
რედაქტორად მუშაობის მრავალფეროვანი და ინტენსიური სამუშაო გამოცდილება მოიცავს ჩემი საქმიანობის ბოლო 8 წელს და უკავშირდება როგორც საჯარო და კერძო, ისე მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას (სულაკაურის გამომცემლობა, ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი, განათლების საერთაშორისო ცენტრი და სხვა...). აღნიშნულ კომპანიებთან, ხელშეკრულების ფარგლებში, პროექტის რედაქტორად და ფრილანსერად (ან კერძო შეკვეთებზე) მუშაობისას, ძირითადად, მხატვრულ და სამეცნიერო, საინფორმაციო–საგანმანათლებლო, იურიდიულ, სამედიცინო, ტექნიკურ–მარკეტინგულ სახელმძღვანელოებს, წიგნების სერიებს, წლიურ/შემაჯამებელ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, საინფორმაციო ბროშურებს, სტატიებსა და პრესრელიზებს ვასწორებ.
თანამშრომლობა არ გულისხმობს მხოლოდ ენობრივი თვალსაზრისით ტექსტის ტექნიკურ დამუშავებას, ვინაიდან პროექტის რედაქტორის პოზიცია მოიცავს როგორც (უშუალოდ) ტექსტზე მუშაობას – მორფოლოგიური, სინტაქსური,
პუნქტუაციური შეცდომების გასწორებას, აგრეთვე – სტილისტური თვალსაზრისით
ტექსტის დახვეწას, ხშირ შემთხვევაში, კონტექსტის მთლიანად გარდაქმნას, სემანტიკურ ჩარევას – შინაარსობრივ ცვლილებას, საჭირო კონტექსტის მოფიქრება–ჩამატებას, ტექსტის გავრცობა–შევსებას, გადაკეთებასა და მის სრულფასოვან გამართვას.
თამანშრომლობის პროცესის მაასიათებლებია: ჩემი, როგორც რედაქტორის, პიროვნული პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება, პროფესიული ცოდნა და გამოცდილება – შესაბამისი ხარისხის დამოწმებით, გუნდური მუშაობისა და სიახლეების ათვისების სურვილი/ინტერესი, საკუთარი საქმიანობის ერთგულება და სიყვარული, სხვათა მიმართ პატივისცემა და კეთილგანწყობა – დადებითი, სწორი და ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება ყველა თვალსაზრისით.
კომენტარის დამატება